გიორგი გახარია : პრინციპები იქნება საქმის დროული კეთება, კეთილსინდისიერება და დისციპლინა

„ჩვენი ძირითადი პრინციპები იქნება საქმის დროული, ეფექტიანი კეთება, კეთილსინდისიერება და დისციპლინა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომელიც მისი ხელმძღვანელობით დღეს პირველად იმართება.

„მინდა, ასევე ხაზგასმით აღვნიშნო, რომ შევთანხმდით, რომ ჩვენი ძირითადი პრინციპები იქნება საქმის დროული და ეფექტიანი კეთება, კეთილსინდისიერება და რაც მთავარია, დისციპლინა. ჩვენი ძირითადი პრინციპი იქნება ღიაობა, მაქსიმალური კომუნიკაცია უნდა ავაწყოთ ჩვენს მოქალაქეებთან, სამოქალაქო სექტორთან, ბიზნესთან. ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ პირველ რიგში, ჩვენს ახალგაზრდებზე, ბავშვებსა და ჩვენს ღვაწლმოსილ მოხუცებზე. ასევე, მინდა გთხოვოთ, რომ ჩვენი ღიაობის პრინციპის თითოეულმა თქვენგანმა მთავრობის სხდომის შემდეგ, არა მხოლოდ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე გააცნოს მედიას ინფორმაცია, რომელსაც წარმოადგენენ მთავრობის სხდომაზე, არამედ საზოგადოებისა და ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან თემებზე, თუნდაც ეს თემები მთავრობის სხდომაზე განსახილველი არ ყოფილიყოს. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ ჩვენს პირველ შეკრებას ნდობის გამოცხადების შემდეგ.გილოცავთ განსაკუთრებით მობრუნებულ ჩვენს მინისტრებს. შევუდგეთ მუშაობას. მედია მადლობა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია ბრიფინგის რეჟიმში ჟურნალისტების კითხვებს აღარ უპასუხებს
შემდეგი სტატიამაია ცქიტიშვილი : არანაირი სურვილი არ მაქვს, მამუკა ხაზარაძეს ჭორაობაში ავყვე