გიორგი გახარია: პოლიტიკური ველი უნდა გაიხსნას ახალი თაობის ახალგაზრდა პოლიტიკოსებისთვის

,,მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკურ ცხოვრებაში თუ არ დაიწყო პოლიტიკური ელიტების ცვლილება – ჩვენ გაგვიჭირდება ქვეყნის რეფორმირება და ქვეყნის წინსვლა’’ განაცხადა გიორგი გახარიამ მედიასთან შეხვედრაზე.

,,შეამჩნევდით, რომ ყველაზე პერსპექტიული, ნიჭიერი ახალგაზრდები რატომღაც ამჯობინებდნენ კერძო სექტორში, ბიზნესის სფეროში ან სამოქალაქო სექტორში მოღვაწეობას. რატომ? მე მათთან ამაზე ბევრი საუბარი მქონდა – უაღრესად დისკრედიტირებულია პოლიტიკური პარტიების სისტემა. და ასე მოდის აი იმ ძველი 90-იანებიდან. მე შეიძლება ვცდები, ჩემი სუბიექტური აზრია – მაგრამ, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ პოლიტიკური ველი ახალი თაობის პოლიტიკოსებისათვის უნდა გაიხსნას. სწორედ ამას ნიშნავს ჩემთვის პროპორციული საარჩევნო სისტემა და საპარლამენტო დემოკრატია. ეს არი ის შესაძლებობა, როდესაც ნიჭიერ, კარგი განათლებით ახალგაზრდებს აღარ უნდა შეეშინდეთ პოლიტიკურ ველზე რაღაც ინიციატივების დაწყება. იმიტომ რომ ისინი დღეს ამჯობინებენ სხვა უფრო რეპუტაციულად დაცულ სფეროებში მოღვაწეობას. ეს გასაგებია, მაგრამ ჩვენ მეტი პოლიტიკური კულტურა უნდა შემოვიტანოთ პოლიტიკური პარტიების ველზე და ამაში ჩვენი ახალდაფუძნებული პარტიაც გარკვეულ წვლილს შეიტანს,“ -განაცხადა პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია 20 ივნისზე: ნუ ეძებთ კატას ბნელ ოთახში, არც ერთი უკანონო ბრძანება არ გაცემულა
შემდეგი სტატიარუსეთის ფედერაცია 20 ახალ სამხედრო შენაერთს შექმნის ნატოსთვის წინააღმეგობის გასაწევად