გიორგი გახარია : პოლიტიკური სპექტრი დღეს სამწუხაროდ ძალიან ტოქსიკურია

არჩევნებიდან გამომდინარე, პოლიტიკური სპექტრი დღეს სამწუხაროდ, არის ძალიან ტოქსიკური, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ნიქოზში ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, დღეს მედიაში პოლიტიკური შინაარსის ნიუსები აღარ არის, არის მხოლოდ „ფეიკნიუსებზე“ ​დაყრდნობილი პროპაგანდა, რაც სამწუხაროა.

„როგორც ჩანს, არჩევნებამდე ამ ყველაფერს ჩვენ უნდა მივეჩვიოთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა პოლიტიკური და მედიაკულტურა ნელ-ნელა ავიმაღლოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : შევძელით და ეკონომიკა ფრთხილად, ნაბიჯ-ნაბიჯ გავხსენით, მიღწევებს კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დავაყენებთ
შემდეგი სტატიაეკა ბესელია : ირაკლი კობახიძის ადგილზე, 20 ივნისს ასე ირონიულად არ შევხედავდი