გიორგი გახარია – „პოლიტიკური და მათ შორის საარჩევნო კონტექსტიდან, ასევე, მოქალაქეების და საპატრიარქოს პოზიციებიდან გამომდინარე, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საკანონმდებლო ინიციატივის გაწვევაზე“

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, საპატრიარქოში შეხვედრის
შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით კანაფის სამედიცინო
მიზნით წარმოების შესახებ კანონპროექტზე, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება,
რომ გაიწვიოს პარლამენტიდან.
„ჩვენთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, დღევანდელი შეხვედრა ყველაზე
მნიშვნელოვანი იყო მარიხუანასთან დაკავშირებული ის საკანონმდებლო
ინიციატივები, რომელიც მთავრობამ წარადგინა. პირველი, რა თქმა უნდა
ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო რეგულირების ნაწილი, რომელიც ჩვენ
პარლამენტში შევიტანეთ და უდიდესი შედეგი ექნება ამ კანონს, როგორც
უსაფრთხოების, ისე მოხმარების რეგულირების ნაწილში. ვიმსჯელეთ ასევე,
საკანონმდებლო ინიციატივის მეორე ნაწილზე, ეს გახლდათ კულტივაციის თემა
სამედიცინო მიზნებისთვის. რა თქმა უნდა კონტექსტი არსებობს, ეს არის
პოლიტიკური კონტექსტი, რომელიც დაედო ამ საკანონმდებლო ინიციატივას. ჩვენ
თავიდანვე ვთქვით, რომ მნიშვნელოვანი და ძალზედ დიდი ფაქტორია კანონის
ირგვლივ მოხდეს კონსესუსის მიღწევა. ამ პოლიტიკური კონტექსტიდან
გამომდინარე – მათ შორის არჩევნების, ამ ეტაპზე შეუძლებელია და იმ
საზოგადოებრივი რეაქციიდან გამომდინარე, როგორც ბატონმა ირაკლიმ ბრძანა,
პარტიაში იყო გუნდის შეხვედრა, რომელსაც ქალბატონი სალომეც ესწრებოდა, იყო
მიღებული გადაწყვეტილება, რომ ეს კანონპროექტი გამოვიტანოთ. ეს იყო დღეს
პატრიარქთან შეხვედრის თემა. რა თქმა უნდა ეს იყო საპატრიარქოს და
პატრიარქის პოზიციაც და ჩვენ დავთანხმდით, რომ კანონპროექტს მთავრობა
უახლოეს პერიოდში გამოიწვევს. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს საკითხი დახურულია.
რა თქმა უნდა, არ უნდა იშფოთოთ, კანონპროექტს გამოსაწვევი იურიდიული
პოზიციიდან არაფერი არ სჭირდა. მოგეხსენებათ, რომ ნათია მეზვრიშვილი
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მდივანია და მისი საქმეა სწორედ
საკანონმდებლო ინიციატივების განხორციელება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ
პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე – მათ შორის საარჩევნო, საზოგადოების
პოზიციიდან გამომდინარე, ჩვენი მოქალაქეების და საპატრიარქოს პოზიციიდან
გამომდინარე, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საკანონმდებლო ინიციატივის
გაწვევაზე. საუბარი, როგორც სხვადასხვა ოფციებზე ამ კანონმდებლობის
დახვეწაზე, მის გაწვევაზე და კიდევ სხვა ბევრ ოფციაზე მიმდინარეობდა
მსჯელობა ბოლო თვეების განმავლობაში. გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ეს
კანონპროექტი უნდა იყოს გაწვეული, მთავრობა მიიღებს უახლოეს დღეებში.“ –
განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიამომრჩეველმა ივანიშვილს უთხრა, რომ ყველაფერს ფულით ვერ იყიდის, მთავარი ამოცანაა, ამ ქვეყანაში არ გაჩნდეს უფრო მეტი ფარცხალაძე – ხათუნა სამნიძე
შემდეგი სტატიამივიღეთ დაპირება, რომ ის იმუშავებს ციხეში მყოფი იმ ადამიანების საკითხებზე, რომლებიც შეძენა-შენახვისთვის არიან დღეს პატიმრობაში – კორძაია