გიორგი გახარია: პოლიციელს არ შეეშინდა, იმ ექსტრემალურ სიტუაციაში მოიქცა თავისი ღირსების და უფლებამოსილების შესაბამისად

ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია სამეგრელოში, ჩხოროწყუში სახალხო დღესასწაულს დაესწრო.

მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ქალაქ ფოთში, რამდენიმე თვის წინ მომხდარ შემთხვევაზე:

„მოდით, შევთანხმდეთ ერთ რამეზე, რომ ჩვენს პოლიციელებზე ჩვენ უფრო ვზრუნავთ და ჩვენ უფრო მეტად შეგვტკივა გული ვიდრე თქვენ. მეორე, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სიმართლე იქნას დადგენილი, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე სახელმწიფო ყველა სახის ზრუნვას გაწევს.

ყველა სხვა პოლიციელისთვის მაგალითი არის შემდეგი, რომ ეს არის ის ადამიანი, რომელსაც არ შეეშინდა და იმ ექსტრემალურ სიტუაციაში მოიქცა თავისი ღირსების და უფლებამოსილების შესაბამისად, ამიტომ ეს არის დასაფასებელი. გამოძიება, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ერთმნიშვნელოვნად დაადგენს სიმართლეს და როგორც კი ეს სიმართლე იქნება დადგენილი ეს ადამიანი იქნება დაფასებული სწორედ იმ ზომით რა ზომითაც ის იმსახურებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშითბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ავტომობილი იწვის
შემდეგი სტატიალევან იზორია : ატოცში რუსეთის ქმედებები კიდევ ერთხელ არღვევს საერთაშორისო ნორმებს, ასეთ ფაქტებს არასდროს შევეგუებით