გიორგი გახარია პოლიციაზე: „მათთან ერთად ქვეყნის მსახურებაში მათთან ერთად გატარებული ყველა დღე ჩემთვის იყო უაღრესად მნიშვნელოვანი და პატივსაცემი”

გიორგი გახარიამ პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა:

„ხშირად ვერ ვაფასებთ შესაბამისად იმ ღვაწლს, რომელსაც ეს ადამიანები ყოველდღიურად ჩადიან ქვეყნისთვის“.
გიორგი გახარია ამ წუთებში ტელევიზიების წარმომადგენლებს ხვდება. გახარიამ შეხვედრა პოლიციელებისთვის პროფესიული დღის მილოცვით დაიწყო.

„დღეს პოლიციის დღეა და მინდა თითოეულ პოლიციელს ყველას მივულოცო ეს დღე. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მათთან ერთად გატარებული თითოეული დღე ქვეყნის მსახურებაში და სახელმწიფოს მსახურებაში ჩემთვის იყო უაღრესად მნიშვნელოვანი და პატივსაცემი. მინდა ვთქვა ისიც, რომ ხშირად ჩვენ ვერ ვაფასებთ შესაბამისად იმ ღვაწლს, რომელსაც ეს ადამიანები ყოველდღიურად ჩადიან ქვეყნისთვის. უნდა გვესმოდეს, რომ მათზე დგას ჩვენი უსაფრთხოება და ჩვენი სიმშვიდე. მინდა მათ წარმატებები ჯანმრთელობა და მშვიდობა სიმშვიდე და ჯანმრთელობა ვუსურვო და მინდა ყველა საჯარო მოხელეს ვუსურვო წარმატებები. “ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პარტია ,,საქართველოსათვის” თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ ნაციონალური მაუწყებლების ჟურნალისტებთან შეხვედრა გუშინ დააანონსა. შეხვედრას არ ესწრება ტელეკომპანია იმედი და პოსტ ტვ.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთში ინდური შტამის გამო ეპიდემიის ახალ ტალღაზე ალაპარაკდნენ
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია 20 ივნისზე: ნუ ეძებთ კატას ბნელ ოთახში, არც ერთი უკანონო ბრძანება არ გაცემულა