გიორგი გახარია – “პოლიციას ვერავინ ვერასდროს შეუზღუდავს არეალებს, დილას ადგილობრივებმა აქ პირველი წინააღმდეგობა გაუწიეს 35 პოლიციელს”

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პანკისის ხეობაში დღეს
განვითარებულ მოვლენებზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს. გიორგი გახარიას
განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერავინ ვერასდროს შეუზღუდავს
არეალებს, სამინისტრო როდესაც ჩათვლის საჭიროდ, რომ მის თანამშრომლებსა და
საქართველოს მოქალაქეებს ემუქრებათ საფრთხე, იმოქმედებს ისე, როგორც
საჭიროა. როგორც მინისტრმა განაცხადა, თითოეული ძალოვანი, რომელიც დღეს
პანკისის ხეობაში დგას, იცავს ყველას, მათ შორის სოფელ ბირკიანის
მოსახლეობის ინტერესსაც.

მინისტრის თქმით, პანკისის ხეობაში დამატებითი ძალების შეყვანა მოხდა
მაშინ, როდესაც დილას ადგილობრივები 35 ფორმიან პოლიციელს დაუპირისპირდნენ.
შემდგომ სიტუაცია დარეგულირდა დაიწყო მოლაპარაკებები და ამ მოვლენების
პარალელურად კი კონფლიქტი გამწვავდა და უკვე მწვავე ფაზაში შევიდა.

„შსს-ს ოფიციალურად მიმართა ეკონომიკის სამინისტრომ, რომ აქ იწყებოდა
გარკვეული სამუშაოები და უსაფრთოხების დაცვის მიზნით, ითხოვეს მათი
მხარდაჭერა. ამიტომ დილით, როდესაც მშენებლები აქ ამოვიდნენ, მათ ამოჰყვათ
35 პოლიციელი. მას შემდეგ, რაც მოხდა მათზე თავდასხმა და დაუშინეს ქვები,
რა თქმა უნდა, სამინისტრო იყო იძულებული, მოეხდინა ძალების მობილიზება.

დამატებითი ძალების მობილიზების აუცილებლობა იყო იმიტომ, რომ შსს
ვალდებულია ყველგან, მთელი საქართველოს ტერიტორიაზე დაიცვას მოქალაქეების
ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. ვერავინ ვერასდროს შსს-ს ვერ შეუზღუდავს
არეალებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო როდესაც ჩათვლის საჭიროდ, რომ მის
თანამშრომლებსა და საქართველოს მოქალაქეებს ემუქრებათ საფრთხე, იმოქმედებს
ისე, როგორც საჭიროა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიშსს – პანკისში შექმნილი ვითარების შედეგად სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს 27 ადამიანს, მათ შორის 12 ადგილობრივს და 15 სპეცდანიშნულების თანამშრომელს
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს