გიორგი გახარია ფიონა ჰილს შეხვდა

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია აშშ-ს პრეზიდენტის, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში, რუსეთის და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ყოფილ მრჩეველს, ბრუკინგსის ინსტიტუტში უფროს მკვლევარს ფიონა ჰილს შეხვდა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე და იმ ახალ, საფრთხისშემცველ გეოპოლიტიკურ რეალობაზე, რომელიც ბოლო პერიოდში რეგიონში შეიქმნა.

გიორგი გახარიამ ფიონა ჰილსთან პარტია „საქართველოსთვის“ მიერ, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცებისთვის აუცილებელ გასატარებელ რეფორმებზე და ღონისძიებებზე ისაუბრა.

დისკუსიისას ხაზი გაესვა ფართე შავი ზღვის რეგიონში საქართველოსთვის უსაფრთხოების ჭრილში საკუთარი როლის განმტკიცების მნიშვნელობას და ავღანეთში სამშვიდობო მისიის დასრულების შემდეგ ქვეყნის გეო-სატრანზიტო ფუნქციის გამოყენების აუცილებლობას.

ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფი პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ასევე, შეხვდა გერმანიის მარშალის ფონდის მკვლევარს, ჯონათან კაცს, რომელიც გერმანიის მარშალის ფონდში საქართველოს თემატიკაზე მუშაობს.

banner
წინა სტატიაშირუსლან აბაშიძემ საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაში „კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე: საქართველო და საერთაშორისო გამოცდილება“ მიიღო მონაწილეობა
შემდეგი სტატიამარინა კალიურანდი – მოუთმენლად ველი მჭიდრო თანამშრომლობას ყველა პოლიტიკურ პარტიასთან და საქართველოს პარლამენტის წევრებთან