გიორგი გახარია : ფერმერობის მხარდაჭერა ახალ ფასეულობას იძენს იმ გამოწვევების პარალელურად, რომელსაც ყოველდღიურად ვაწყდებით

სოფლის აღორძინება, ფერმერობის მხარდაჭერა დღეს ახალ ფასეულობას და განზომილებას იძენს იმ გამოწვევების პარალელურად, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვაწყდებით თუნდაც სურსათის უსაფრთხოების თვალსაზრისით და პირველადი პროდუქტებით ქვეყნის მომარაგების კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ფერმერთა მხარდასაჭერად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ქმედითი და ეფექტური გემა შეიმუშავა.

„სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა აბსოლუტურად ეფექტური და ქმედითი გეგმა ჩვენი ფერმერების მხარდასაჭერად, რომელიც უახლოეს დღეებში იქნება წარდგენილი მოსახლეობისთვის და პირველ რიგში ფერმერებისთვის“, – აღნიშნა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიხვალიდან იუსტიციის სახლები იხსნება – მომსახურების მისაღებად მოქალაქეებმა ვიზიტი წინასწარ, ონლაინ უნდა დაჯავშნონ
შემდეგი სტატიათამაზ ნავერიანი: ხალხს რეალური დახმარება სჭირდება და არა მტრული განწყობის ჩამოყალიბება