გიორგი გახარია ფარული ჩანაწერების გავრცელების შესახებ – “საკმაოდ მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწია, თუმცა, ამას გავაგრძელებთ”

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ სამინისტროს ღონისძიების დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს
უპასუხა.

გიორგი გახარიას განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველი
კადრების მასობრივად გავრცელების საქმეზე გამოძიების ფარგლებში
მობილიზებულია სამინისტროს და მეგობარი უწყებების რესურსები.

“მინდა გითხრათ, რომ გამოძიება გრძელდება. ეს არ არის მარტივი ტექნიკურად, ჩვენ თუ დაგვჭირდა გარკვეულ ეტაპზე,ვფიქრობთ, რომ ვთხოვოთ ჩვენს პარტნიორებს დახმარება, რადგან კიბერდანაშაული საკმაოდ რთულად გამოსაძიებელი დანაშაულია.

მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს და ჩვენი მეგობარი უწყებების რესურსი, იმისთვის, რომ უპირველეს მიზანს მივაღწიოთ და გავრცელების პირველ წყაროს მივაგნოთ.
ამაზე ვმუშაობთ, თუმცა, ასევე მინდა გითხრათ, რომ ეს
იმდენად მძიმე დანაშაულია, რომ ჩვენთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და მთლიანად სამართალდამცავი სისტემისთვის, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს
და არ ექნება სხვაობა გავრცელებას, პირველწყაროს და შენახვას შორის.

როგორც კი ჩვენ აქ დავუშვებთ კომპრომისს და გვექნება განსხვავებული
მიდგომები გავრცელებას, შენახვას და პირველწყაროს შორის, მსგავს
დანაშაულთან ბრძოლა იქნება საკმაოდ რთული. ამიტომ, ზოგ შემთხვევაში ჩვენ
გვესმის საზოგადოების კრიტიკა, რომ საკმაოდ მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწია, თუმცა, ჩვენ იძულებული ვართ ეს გავაკეთოთ და ამას გავაგრძელებთ.”
– განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაში„ჩემთვის შესაძლებელია წითელი ხაზები დადგეს“ – თამარ ჩუგოშვილი
შემდეგი სტატია„ადამიანის უფლებების ნაწილში მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია – ყველა დროებით მოთავსების იზოლატორი აღჭურვილია კამერებით და 24 საათის ნაცვლად ჩანაწერები ინახება 120 საათი“