გიორგი გახარია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოცხადდება

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოცხადდება.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახურში ადასტურებენ.

გიორგი გახარიას 12:00 საათისთვის პარტიაში ბრიფინგი ჰქონდა დაანონსებული, რომელიც გაუქმდა.

გიორგი გახარია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 2019 წლის 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით არის დაბარებული.

banner
წინა სტატიაშითიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, აპრილის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
შემდეგი სტატიარუსეთი მზადაა საქართველოსთან მეგობრობისთვის მაგრამ არა დეოკუპაციისთვის