გიორგი გახარია – ფარცხალაძე იყო დაჯარიმებული იმიტომ, რომ „ჯიგრულ პონტში“ მე არ ვუშვებ საშვებს და ჩემთვის მსგავსი ქმედებები არის უკიდურესად ამორალური

ფარცხალაძე იყო დაჯარიმებული იმიტომ, რომ „ჯიგრულ პონტში“ მე არ ვუშვებ საშვებს და ჩემთვის, ასეთი ნაბიჯები და მსგავსი ქმედებები არის უკიდურესად მიუღებელი, ამორალური, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ იმერეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს მის ფასეულობებს ეწინააღმდეგება.

„ძალიან საინტერესო ვიზიტი გვქონდა პარლამენტში. ოპოზიციას და ოპონირებას პატივს ვცემ იმიტომ, რომ ეს არის განვითარების ერთადერთი გზა, კრიტიკა ყველაფრის მამოძრავებელია და პირველ რიგში, პროგრესის. „ჯიგრულ პონტში“ გახარიამ კორუფციაზე თქვაო. სინამდვილეში, საშვის დაშვებაზე ვთქვი. ჩვენი ოპოზიცია, რომლებმაც ეს თქვეს, თურმე, ისეთი ანგელოზები არიან, ზუსტად ვიცი, ბევრი მათგანი, იქ რომ ისხდნენ და ამას გამოეკიდნენ, ხელზე დაიხვიეს და ისტორიები შექმნეს, გაფორმდნენ მედიაში იმისთვის, რომ „ჯიგრულ პონტში“ აეღოთ ნებართვა და ქალაქში, კომენდანტის საათის დროს ემოძრავათ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – პროპორციული არჩევნები, არის ის ხარისხობრივი ცვლილება ქართულ პოლიტიკურ სისტემაში, რომელიც მისცემს პოლიტიკურ კულტურას განვითარების შესაძლებლობას
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – წყალტუბო იქნება საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის, ბრილიანტი