გიორგი გახარია – ფაქტი რჩება ფაქტად, არ არსებობს ინფიცირებული, რომელმაც ვერ მიიღო სტაციონარული დახმარება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ კლინიკები ეტაპობრივად ერთვებოდნენ​კორონავირუსთან ბრძოლაში, ეს იყო გააზრებული გეგმა და ჯანდაცვის სამინისტრომ მართა სიტუაცია ისე, რომ არ დარჩენილიყო არც ერთი ადამიანი სტაციონარული დახმარების გარეშე.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც კორონავირუსთან დაკავშირებით გაწეული საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.

„ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ვინც რა უნდა ილაპარაკოს, ფაქტი რჩება ფაქტად, რომ ქვეყანაში არ არსებობს არც ერთი „კოვიდით“ ინფიცირებული, რომელმაც არ ან ვერ მიიღო სტაციონარული დახმარება.

ეს არის ერთადერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი იმის, თუ რატომ გვყავს ჩვენ სწრაფად გამოჯანმრთელებულების ამდენი რაოდენობა და რატომ არის ლეტალური კოეფიციენტი ჩვენთან ასეთი დაბალი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი : ლუგარის ლაბორატორია ახალი თემა არ არის, არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება იმისა, რასაც რუსეთი ამბობს
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : რომ შევადაროთ, როგორ მდგომარეობაში იყო ჯანდაცვის სისტემა იანვარში, როდესაც ეპიდემიის პირველი რისკები გამოჩნდა და როგორია დღეს, ეს არის ცა და დედამიწა