გიორგი გახარია – ორივე მხრიდან დასავიწყებელია, რა ხდებოდა ცხრა წლის უკან და 2003 წელს

ქართული კრიმინალი არანაირი პრობლემას არ უქმნის უვიზო რეჟიმს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სალომე სამადაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც კრიმინალის ზრდას ეხებოდა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, დღეის მდგომარეობის სავიზო რეჟიმის ერთადერთი რისკი იყო თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდა, რაც შეჩერებულია.

„იმ ღონისძიებების გატარებით, რომელიც ჩვენ ერთობლივად გავატარეთ, შვედეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, ისლანდიაში ბევრგან, დღეის მდგომარეობით, როგორც ფაქტი თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა მცირდება. შეგიძლიათ ნახოთ სტატისტიკა, არც ერთ ევროპულ ქვეყანაში ქართული წარმომავლობის კრიმინალის ზრდა არ ფიქსირდება, ფიქსირდება შემცირება. ამიტომ კრიმინალი, როგორც ასეთი და ქართული კრიმინალი თავის დინამიკაში, არანაირი პრობლემას არ უქმნის უვიზო რეჟიმს. უვიზო რეჟიმის მთავარი რისკი იყო თავშესაფრის მაძიებლები და იმ მუშაობის შემდგომ, რაც გავატარეთ ასე თუ ისე დარეგულირებულია და ასეთ გამოწვევები არ არსებობს. აქ იყო საუბარი 2003 წელზე და 2012 წელზე. თქვენ კოლეგებო, ხშირად ამბობთ ხოლმე, რომ არ მოგბეზრდათ ამ ცხრაწლიანზე საუბარი, მერე მესმის ხოლმე იგივე საუბარი 2003 წლიდან, რომ 2003 წელს რა დაგვხვდა და რა გავაკეთეთ, ზუსტად იგივე პარალელია. ვფიქრობ, რომ თქვენი მხირდანაც დასავიწყებელია და ჩვენი მხრიდანაც დასავიწყებელია ცხრა წლის უკან რა ხდებოდა და 2003 წელს კიდევ რა ხდებოდა, შევარდნაძის დროს რა ხდებოდა, ის გავიხსენოთ კიდევ”, – განაცხადა გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია: სისტემა ვერ გახდა მოკლე დროში შესაბამისად ეფექტური
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – ახალგაზრდების ძალიან დიდ ნაწილს, რომელიც რუსთაველზე იყო გამოსული, არც ნარკოტიკების გავრცელებასთან და არც მოხმარებასთან არანაირი კავშირი არ აქვს