გიორგი გახარია : ორი ქართველი გამომძიებლის საფრანგეთში გაგზავნით უწყებებს შორის სრულფასოვნად მოხდება ინფორმაციის გაცვლა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საფრანგეთის შს მინისტრთან შეხვედრაზე ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას კიდევ უფრო ეფექტურს გახდის.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ორგანიზებული დანაშაულის ნაწილში შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოს მხრიდან ორი ოფიცრის წარგზავნას პარიზში.

მისივე თქმით, საქართველოდან წარგზავნილი ოფიცრები უშუალოდ და პირდაპირ იქნებიან ჩართული საგამოძიებო ჯგუფებში, საგამოძიებო ნაწილში, რათა დანაშაულში, რომელშიც არსებობს ეჭვი, რომ ჩართული არიან ქართული წარმომავლობის დამნაშავეები, ამ ადამიანებმა გამოიძიონ თავიანთ ფრანგ კოლეგებთან ერთად უფრო ეფექტურად.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ დღეს გვყავს საფრანგეთში პოლიციის ატაშე, მაგრამ მისი ჩართულობის ხარისხი უბრალოდ არ არის საკმარისი. ამიტომ გადაწყდა გაფორმებულიყო ეს შეთანხმება, რომელიც მოგვცემს ამის საშუალებას. გარდა ამ ორი ადამიანისა, ორი ქართველი გამომძიებლის იქ ყოფნა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენს უწყებებს შორის უკვე სრულფასოვნად მოხდება ინფორმაციის გაცვლა. ეს ნიშნავს, რომ ორი უწყება, ქართული პოლიცია და ფრანგული პოლიცია ერთად გამოიძიებენ და ერთობლივად ჩაატარებენ პრევენციულ ღონისძიებებს, იმ დანაშაულთან მიმართებაში, რომლებშიც შეიძლება ეჭვმიტანილები იყვნენ ქართული წარმოშობის დამნაშავეები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიბესელია მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის გაუქმებას ითხოვს და ხელმოწერების შეგროვებას იწყებს
შემდეგი სტატიაგლდანის საპატიმროს მსჯავრდებულები დაწესებულების ტერიტორიაზე სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმდებიან