გიორგი გახარია ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ოფიციალური ვიზიტები საქართველოს მეზობელ ქვეყნებში გრძელდება. საქართველოს მთავრობის მეთაური დღეს სომხეთს ეწვევა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ასევე მზადდება პრემიერ-მინისტრის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში.

მათივე ცნობით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ბრიუსელში ვიზიტი ევროკომისიაში ამჟამად მიმდინარე საკადრო საკითხების დასრულებისთანავე შედგება, როგორც კი განახლებული ევროკომისია საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო – დაკავებულია 1 პირი შინაგან
შემდეგი სტატიაანაკლიის პორტის ორი ახალი ინვესტორი ოფიციალურად დღეს დასახელდება