გიორგი გახარია: ნარკოტიკების გასაღების წინააღმდეგ და ვერავინ ვერასოდეს ვერ შეზღუდავს ჩვენს ზონას

გიორგი გახარია: ,,სამინისტრო ყოველთვის ებრძვის და იბრძოლებს ნარკოტიკების გასაღების წინააღმდეგ და ვერავინ ვერასოდეს ვერ შეზღუდავს ჩვენს ზონას – სად შევიდეთ და სად არ შევიდეთ.’’

უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას , გიორგი გახარიამ 12 მაისის ღონისძიებების მიზეზები განმარტა. ,,ჩვენ მართლა გვაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ეს არის ქსელური, საკმაოდ კარგად ორგანიზებული ქმედებების ჯაჭვი, რომელსაც მივყავართ, სამწუხაროდ, ზოგ შემთხვევაში, ფატალურ შედეგებამდე – ეს არის და ეს… სხვა მოტივი ჩვენ ამ შემთხვევაში არ გაგვაჩნდა. სამწუხაროდ, ჩვენ დავინახეთ იმის რისკი, რომ ეს ინფრასტრუქტურა, რომელიც არის შექმნილი, იყოს გამოყენებული როგორც ეფექტური პლატფორმა, ასე ვთქვათ, ნარკოვაჭრობისთვის.
შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, მსგავსი ღონისძიებები ტარდება ყველა ქალაქში, სადაც ასე თუ ისე განვითარებული არის კლუბური ცხოვრება და უფრო მძიმე შედეგებითაც მიმდინარეობს.
,, როგორც შედეგი – ჩვენ გვქონდა დადასტურებული ფაქტები, მსგავსი ქმედებების ვიდეოჩანაწერები კონკრეტულ კლუბებში. ასევე გეტყვით, რომ განჩინება ჩვენ არ გვქონდა მარტო 2-ზე, გვქონდა ცოტა უფრო მეტზე და ეს საგამოძიებო პროცესები გრძელდება . რისი ბრალი იყო ეს, ცუდი მენეჯმენტის ზოგ შემთხევვაში, უკონტროლობის თუ ა.შ. და ა.შ. შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ამას არ აქვს არანაირი გამართლება. სამინისტრო ყოველთვის ებრძვის და იბრძოლებს ნარკოტიკების გასაღების წინააღმდეგ და ვერავინ ვერასოდეს ვერ შეზღუდავს ჩვენს ზონას – სად შევიდეთ და სად არ შევიდეთ. ის, რომ ჩვენ საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, შევუქმენით დისკომფორტი 70, მაქსიმუმ 100-მდე ადამიანს, რომელიც 12-დან 1-ელ საათამდე ემზადებოდა კლუბში გართობისთვის, ბოდიში, მაგრამ ეს იყო საჯარო ინტერესიდან გამომდინარე და ის სარგებელი, რომელიც ამ ღონისძიებამ მოგვიტანა, სარგებელი უნდა ყოფილიყო და უდაოდ არის ერთმნიშვნელოვნად უფრო მეტი. „- განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშითბილისში 365 ახალი უბნის ოფიცერი გამოჩნდება
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია: „შემაკავებელი ორდერის დარღვევის გამო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება“