გიორგი გახარია – მწუხარებას გამოვთქვამ შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის გამო, თანავუგრძნობ დაღუპულების ოჯახებსა და ახლობლებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ შატილის გზაზე მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო, რომელსაც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაშავებულები. თანავუგრძნობ დაღუპულების ოჯახებსა და ახლობლებს. ინტენსიურად მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები. ჩვენი ექიმები თავდაუზოგავად იბრძვიან დაშავებულების სიცოცხლისთვის და იმედს გამოვთქვამ, რომ შევძლებთ მათ გადარჩენას“, – წერს გიორგი გახარია „ფეისბუქზე“.

banner
წინა სტატიაშიშატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე მწუხარებას გამოთქვამს შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რომელსაც 17 ადამიანი ემსხვერპლა