გიორგი გახარია – მთავრობის იგივე შემადგენლობა, განსაკუთრებით კრიზისის პირობებში, არის სრულად ლოგიკური, როგორც ჩემი გადმოსახედიდან, ასევე დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეების გადმოსახედიდან – ეს მთავრობა ეფექტურად ახორციელებს თავის ძირითად ფუნქციებს

მთავრობის იგივე შემადგენლობა არის სრულად ლოგიკური, როგორც ჩემი გადმოსახედიდან, ასევე დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეების გადმოსახედიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს მთავრობა ეფექტურად ახორციელებს თავის ძირითად ფუნქციებს და მნიშვნელოვანია ის, რომ ბევრი მიმართულებით სხვადასხვა უწყებებში დაწყებულია სისტემური რეფორმები.

„მთავრობის იგივე შემადგენლობა არის სრულად ლოგიკური, როგორც ჩემი გადმოსახედიდან, ასევე დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეების გადმოსახედიდან, იმიტომ, რომ კრიტიკული მიმართულებების თვალსაზრისით, ეს მთავრობა ეფექტურად ახორციელებს თავის ძირითად ფუნქციებს. ეს ერთი. მეორე – ბევრი მიმართულებით მთავრობაში დაწყებულია სისტემური რეფორმები. ეს იქნება ჯანდაცვა, განათლება. ინფრასტრუქტურის სამინისტროში დაწყებულია ბევრი პროექტი და ეს ტემპი არის უაღრესად მნიშვნელოვანი. სერიოზული რეფორმებია დაწყებული ეკონომიკის სამინისტროს მიმართულებით. ეს ყველაფერი, განსაკუთრებით, კრიზისის პერიოდში, არის ბოლომდე მისაყვანი – ლოგიკურ დასასრულამდე. ამიტომ, გაურკვეველია ერთი არგუმენტი მაინც რა უნდა ყოფილიყო მთავრობაში ცვლილებების მომხრედ, მაშინ, როდესაც მთავრობა ეფექტურად მუშაობს და ვართ საკმაოდ მძიმე კრიზისში. დღეს ჩვენი ვალდებულებებია, ბოლომდე მივიყვანოთ ის მოვალეობები და დაპირებები, რომელიც აღებული გვაქვს. ეს არის ძირითადი ამოცანა და არა მთავრობის ცვლილებები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზი გიორგი თევდორაშვილი გადააყენეს ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან
შემდეგი სტატიაპარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას დღეს ნდობას გამოუცხადებს