გიორგი გახარია – მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტების მკურნალობა შესაძლებელია, სხვა სივრცეებში, მათ შორის სასტუმროებშიც გაგრძელდეს

მსუბუქად მიმდინარე შემთხვევებისა და უსიმპტომო პაციენტების მკურნალობა შესაძლებელია, სხვა სივრცეებში, მათ შორის სასტუმროებშიც გაგრძელდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, მსგავსი მკურნალობა შესაძლებელი მხოლოდ სამი ქალაქში, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში იქნება.

„სამი ქალაქის პირობებში, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტების მკურნალობა ექიმების სრული მეთვალყურეობის ქვეშ, სხვადასხვა სივრცეებში, მათ შორის სასტუმროებშიც გაგრძელდება. მოგეხსენებათ, გვყავს კლინიკური ჯგუფი, რომელსაც თენგიზ ცერცვაძე ხელმძღვანელობს და ეს ყველაფერი მათი პროტოკოლების მიხედვით განხორციელდება. ასეთი გეგმა გვაქვს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულების რაოდენობა გაგვეზრდება, ჩვენი მოქალაქეებისთვის არანაირი რისკი არ იქნება, ჩვენ ამას ვმართავთ
შემდეგი სტატიასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს ზღვაზე შტორმის შესახებ აფრთხილებს