გიორგი გახარია – მოდით, მოვიაროთ მთელი საქართველო და ვნახოთ ყველა კუთხე, ვალდებულებიც ვართ, რომ ჩვენც ვნახოთ და ჩვენს შვილებს ვაჩვენოთ

ქართველებმა უნდა ვიმოგზაუროთ პირველ რიგში, საქართველოში იმდენი ადგილია, რაც არ გვინახავს, ხანდახან სირცხვილია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, შიდა ქართლში, ფერმერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა შიდა ტურიზმის გახსნის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მოქალაქეებს მოუწოდა, საქართველოში იმოგზაურონ.

„და რა თქმა უნდა შიდა ტურიზმი – 15 ივნისიდან ეს ყველაფერი გაიხსნება და ქართველებმა უნდა ვიმოგზაუროთ პირველ რიგში, საქართველოში იმდენი ადგილია, რაც არ გვინახავს, ხანდახან სირცხვილია. ახლა გვაქვს ამის შესაძლებლობა და მოდით, მოვიაროთ მთელი საქართველო და ვნახოთ ყველა ის კუთხე, რომელიც იმსახურებს ისტორიულადაც და ვალდებულებიც ვართ, რომ ჩვენც ვნახოთ, ჩვენს შვილებს ვაჩვენოთ და შემდგომ უკეთესად მოვემზადოთ, რომ კიდევ უფრო ეფექტურად და ხალისიანად დავხვდეთ უცხოელ სტუმრებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ორგანიზებული ჯგუფის წევრებს 17 და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – ჩვენ ვერც ერთ შემთხვევაში, ვერანაირი ტურისტის მიღების ფასად, ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დავაყენებთ