საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია 13-15 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში (MSC) მიიღებს მონაწილეობას, სადაც ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმაღლეს პოლიტიკური თანამდებობის პირებთან გამართავს შეხვედრებს.
ინფორმაციას პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, MSC არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმი, სადაც წელიწადში ერთხელ იკრიბებიან სახელმწიფოს მეთაურები გლობალური უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე.
„წელს კონფერენციაში, მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად, მონაწილეობას იღებენ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი – მარკო რუბიო, გერმანიის კანცლერი – ფრიდრიხ მერცი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი – კირ სტარმერი, საფრანგეთის პრეზიდენტი – ემანუელ მაკრონი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი – დონალდ ტუსკი, ევროკომისიის პრეზიდენტი – ურსულა ფონ დერ ლაიენი და სხვები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.















