გიორგი გახარია : მირზა სუბელიანს მომხდარი ფაქტის დროს არ ვიცნობდი, მხოლოდ ახალი გამოყოფილი საქმის პირობებში მქონდა მასთან კონტაქტი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დროს მირზა სუბელიანს არ იცნობდა.

ამის შესახებ გიორგი გახარიამ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კომისიის წევრის ირაკლი აბესაძის კითხვის პასუხად განაცხადა.

დეპუტატი დაინტერესდა იცნობდნენ, თუ არა შსს მინისტრი და ყოფილი მთავარი პროკურორი მირზა სუბელიანს.

„მირზა სუბელიანს მომხდარი ფაქტის დროს არ ვიცნობდი, ახალი გამოყოფილი საქმის პირობებში მქონდა მირზა სუბელიანთან კონტაქტი, როდესაც ის იმყოფებოდა ცენტრალურ კრიმინალური პოლიციაში გარკვეულ გამოკითხვაზე”, – განაცხადა გიორგი გახარაიამ.

როგორც ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, მირზა სუბელიანს იცნობდა, რადგან მისი თანამშრომელი იყო.

„რა თქმა უნდა ვიცნობდი, იგი იყო ჩემო თანამშრომელი და აქედან გამომდინარე ვიცნობდი”, – განაცხადა შოთაძემ.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს შინაგან საქმეთა მინისტრსა და ყოფილ მთავარ პროკურორს კითხავენ.

banner
წინა სტატიაშიარიან ადამიანები, რომლებმაც პასუხი უნდა აგონ – სერგი კაპანაძე ძალოვანი უწყებების მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობაზე საუბრობს
შემდეგი სტატიასოფო კილაძე : საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ოპოზიციისგან ველოდებით არა საგნობრივ მსჯელობას, არამედ შოუს, ეს მათი მხრიდან აპრობირებული მეთოდია