გიორგი გახარია-მინდა,სამედიცინო დარგის თითოეულ სპეციალისტს მადლობა გადავუხადო იმ თავდადებისთვის,ეფექტური და მაღალი პროფესიონალური შრომისთვის,რომელიც მათ ბოლო 4 თვის განმავლობაში აჩვენეს

ბოლო წელი ჯანდაცვის სამინისტროსთვის და სისტემისთვის იყო განსაკუთრებით სავსე გამოწვევებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ, მედიასთან განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა სამედიცინო დარგის თითოეულ სპეციალისტს მადლობა გადაუხადა იმ თავდადებისთვის, ეფექტური და მაღალი პროფესიონალური შრომისთვის, რომელიც მათ ბოლო 4 თვის განმავლობაში აჩვენეს.

„მოგეხსენებათ, რომ ეს არის სამინისტრო, რომელიც ზრუნავს, რომლის პასუხისმგებლობის სფეროშიც შედის ჯანმრთელობის დაცვა, სოციალური უზრუნველყოფა, შრომა, ჩვენი დევნილები, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, უამრავი სფერო. ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის და არის სისტემური უწყება, რომელმაც წარმოგვიდგინა დღეს ანგარიში. მინდა კიდევ ერთხელ, ამ დარგის თითოეულ თანამშრომელს, თითოეულ ექიმს მადლობა გადავუხადო იმ თავდადებისთვის, ეფექტური და მაღალი პროფესიონალური შრომისთვის, რომელიც მათ ბოლო 4 თვის განმავლობაში აჩვენეს და მოგვცეს შესაძლებლობა, ყველას ერთად, ქვეყანას, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად გავუმკლავდეთ და ეფექტურად ვაკონტროლოთ კოვიდ ინფექცია“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი-2020-ის არჩევნებზე მმართველი გუნდიდან სამეგრელოს სამი კანდიდატის ვინაობა ცნობილია
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია რუსეთის მოქალაქის დაკავებაზე- სამართალდამცავმა სისტემამ უმოკლეს ვადებში უნდა გამოიძიოს და საზოგადოებას მისცეს აბსოლუტურად გამჭვირვალე სურათი, რათა ქვეყნის მტრებს, არც ქვეყნის გარეთ და არც შიგნით არ მივცეთ სპეკულირების შესაძლებლობა