გიორგი გახარია : მინდა, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მოვუწოდო მეტი პასუხისმგებლობისკენ, ერთად დავიცვათ წესები

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ოქტომბერი 29, 2020 10:23

გიორგი გახარია : მინდა, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მოვუწოდო მეტი პასუხისმგებლობისკენ, ერთად დავიცვათ წესები

როგორც ყველანი ერთად თვალყურს ვადევნებთ, მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რთულდება, განსაკუთრებით, ეს აშკარაა და სახეზეა ევროპაში. ჩვენთანაც, ქვეყანაში, სამწუხაროდ ინფიცირების შემთხვევები იზრდება, თუმცა ყველას მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ამავე დროს, ვიმყოფებით წინასარჩევნო პროცესში, სულ რამდენიმე დღეში ჩვენ არჩევნები გავქვს და სამწუხაროდ, ყველანი ვხედავთ, რომ ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალა გლობალურ პანდემიასაც პოლიტიკური ინტერესების ჭრილში ცდილობს გამოიყენოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა ყველა პოლიტიკურ სუბიექტს უფრო მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა.

„მე მინდა, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მოვუწოდო უფრო მეტი პასუხისმგებლობისკენ, მოდით, ერთად ვიზრუნოთ ჩვენს მოქალაქეებზე, ერთად დავიცვათ წესები და ერთად მოვუწოდოთ მოქალაქეებს, რომ ვატაროთ პირბადე. წესების დაცვა არის ერთადერთი სწორი გზა ნაკლები შეზღუდვებისკენ. წესების დაცვა არის ერთადერთი სწორი ბალანსი ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის, ჯანმრთელობის დაცვის და მინიმალური ზიანის მიყენების ეკონომიკისთვის. ვხედავთ, რომ ეს რამდენიმე დღე, რაც დარჩა არჩევნებამდე არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რამეთუ ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი არჩევნები ჩატარდება 31 ოქტომბერს. მინდა გითხრათ, რომ ყველა საარჩევნო უბანზე სრულად იქნება დაცული ის წესები, რომელიც ეპიდემიოლოგების მიერ იყო დადგენილი და ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავანახოთ მსოფლიოს, კოვიდის პირობებში, ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო, დემოკრატიული, ღია არჩევნების ჩატარება როგორ შეგვიძლია აქ, საქართველოში,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ოქტომბერი 29, 2020 10:23