გიორგი გახარია – მინდა, დავამშვიდო ჩვენი მევენახეები, სახელმწიფო მათ ამ კრიზისულ მდგომარეობაში მარტო არ დატოვებს

არ ვიჩქაროთ სიტყვაზე სუბსიდირება; მხარდაჭერა, შეიძლება, სხვადასხვა ფორმით განხორციელდეს, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში დეპუტატების მიერ მეღვინეობის მხარდაჭერა და რთველის სუბსიდირებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, დღეს, ქვეყნის განვითარების კრიზისულ ეტაპზე, ისევე, როგორც ტურიზმს, მშენებლობას, განათლებას და სხვა სფეროებს, მეღვინეობასაც სახელმწიფო აუცილებლად დაეხმარება.

„უახლოეს 10 დღეში დახმარების ფორმა და სტრუქტურა ნათელი იქნება. მინდა, დავამშვიდო ჩვენი მევენახეები, სახელმწიფო მათ ამ კრიზისულ მდგომარეობაში მარტო არ დატოვებს. ყველას კარგად გვესმის, რომ დღეს ექსპორტიც საკმაოდ შეზღუდულია და რისკის ქვეშაა, ისევე, როგორც შემცირებულია ტურისტული ნაკადები და შესაბამისად – მოხმარებაც. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ დახმარება საჭიროა და ეს დახმარება იქნება, რა ფორმით – ამაზე, უახლოეს მომავალში ვისაუბრებთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – 90-იანები გვაქვს გამოვლილი
შემდეგი სტატია„ჩვენ გვყავს უუნარო მთავრობა, რომელმაც უკეთესი მომავლის მოლოდინი ვერ გაუჩინა ხალხს” – მამუკა ხაზარაძე