გიორგი გახარია – მეწარმეებისთვის ამოქმედდება დღგ-ს ავტომატური დაბრუნება და დამატებით 600 მილიონი ლარი ბიუჯეტიდან დაბრუნებული იქნება დღგ-ს სახით

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 24, 2020 15:16

გიორგი გახარია – მეწარმეებისთვის ამოქმედდება დღგ-ს ავტომატური დაბრუნება და დამატებით 600 მილიონი ლარი ბიუჯეტიდან დაბრუნებული იქნება დღგ-ს სახით

მნიშვნელოვანი

  • გიორგი გახარია - მეწარმეებისთვის ამოქმედდება დღგ-ს ავტომატური დაბრუნება და დამატებით 600 მილიონი ლარი ბიუჯეტიდან დაბრუნებული იქნება დღგ-ს სახით

სხვა სტატიები

ყველაფერთან ერთად, გვესმის, რომ მოქალაქეებზე ზრუნვასთან ერთად, უნდა ვიზრუნოთ მეწარმეებზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს პრემიერი ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას წარადგენს.

„ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურა ისე არის მოწყობილი, რომ ახალ სამუშაო ადგილებს ძირითადად უნდა ქმნიდეს და ქმნის კერძო სექტორი, თუმცა დღეს, სამწუხაროდ საუბარია ამ სამუშაო ადგილების შენარჩუნებაზე. ოღონდ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, კრიზისულ პერიოდში, ეს არ არის ეკონომიკის აღდგენის პოსტკრიზისული გეგმა, ეს არის მეწარმეების კრიზისში დახმარების გეგმა. ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწვეტილება მივიღეთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, პირველი არის ის, რომ ამოქმედდება დღგ-ს ავტომატური დაბრუნების მექანიზმი.

„ეს ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ მეწარმეს, როგორც კი, პირად ანგარიშზე დაუფიქსირდება ზედმეტობა, ყველანაირი ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე და მოთხოვნის გარეშე, მას ავტომატურად დაუბრუნდება დღგ.

ამას გარდა, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წელს, მომავალი ერთი წლის განმავლობაში, დამატებით 600 მილიონი ლარი ბიუჯეტიდან დაბრუნებული იქნება დღგ-ს სახით.

ამ ორ ღონისძიებას ერთად აქვს კრიტიკული მნიშვნელობა კომპანიებში და მეწარმეებში ლიკვიდობის შენარჩუნების თვალსაზრისით – ავტომატური დაბრუნება და დამატებითი 600 მილიონი ლარის დაბრუნება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 24, 2020 15:16

Google სტატისტიკა


4,731
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics