გიორგი გახარია: „მე ვერ წარმომიდგენია ქვეყნის სრულფასოვანი განვითარება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარეშე“

„დღეს, სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ტრაგიკული დღეა. 29 წლის წინ დაიწყო აფხაზეთის ომი და ის სიმძიმე, რომელიც მაშინ დაიწყო, ჯერ კიდევ მოგვაქვს და ამ მოჯადოებულ წრეს ვერ დავაღწიეთ თავი“- ასე დაიწყო გიორგი გახარიამ მხარდამჭერებისადმი მიმართვა თელავში, პარტია „საქართველოსთვის“ ახალი ოფისის გახსნისას.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს პრობლემა არ არის მხოლოდ და მხოლოდ ოკუპირებული მიწები – საქართველოს პრობლემაა ჩვენი ქვეყნის განვითარების ოკუპირება. უნდა ვიზრუნოთ, რომ მშვიდობიანად, გონივრულად აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. მე ვერ წარმომიდგენია ქვეყნის სრულფასოვანი განვითარება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარეშე.“- განაცხადა გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიჟურნალისტი ირაკლი გოგორიშვილი კოვიდ -19 -ით გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაწალენჯიხის მერობის კანდიდატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი ხარჩილავა იქნება