გიორგი გახარია: მე ვერ წარმომიდგენია ეს ადამიანები იმ შენობაში სამუშაოდ როგორ უნდა მივიდნენ

პრემიერი გიორგი გახარია ჩხოროწყუში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქმეზე გამოძიებასაც და ხელისუფლებასაც უმკაცრესი რეაგირება ექნებათ. ჩხოროწყუს ერთერთი სკოლის მოსწავლეებს მიერ მერიის შენობის საპირფარეშოს დასუფთავების კადრები გუშინ, 31 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა. ბავშვების თქმით, მათ არ იცოდნენ, რომ საპირფარეშოს დასასუფთავებლად მიყავდათ.

“უმძიმესი აღშფოთება. მე ვერ წარმომიდგენია ეს ადამიანები იმ შენობაში სამუშაოდ როგორ უნდა მივიდნენ და როგორ უნდა ემსახურონ იმ მოქალაქეებს, სადაც ასეთი აღმაშფოთებელი რამ მოხდა. დარწმუნებული ვარ, გამოძიება ბოლომდე მივა და გამოძიებასაც და ხელისუფლებასაც უმკაცრესი რეაგირება ექნებათ”, – განაცხადა გახარიამ.

ჩხოროწყუს საგანმანათლებლო რესურსცენტრში აცხადებენ, რომ მათ არ იცოდნენ თუ სად მიდიოდნენ ბავშვები და როგორც კი საქმის დეტალები გაიგეს, ინფორმაცია შსს-ს მიაწოდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.

 

https://youtu.be/2aMff4Zgyo0

banner
წინა სტატიაშიმომღერალი თემურ წიკლაური კორონავირუსით გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაგახარია: საქართველო იმ პირველი 18 ქვეყნის სიაში იქნება, რომლებიც ფაიზარის ვაქცინას “უახლოეს პერიოდში” მიიღებენ