გიორგი გახარია : მდგომარეობა სრულად ექვემდებარება კონტროლს

ბოლო პერიოდის განმავლობაში ინფიცირების ზრდის აშკარა ტენდენცია გვაქვს, თუმცა, რაც მთავარია, მდგომარეობა სრულად ექვემდებარება კონტროლს, და მართვადია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენ ინფიცირების ზრდის აშკარა ტენდენცია გვაქვს, თუმცა, მდგომარეობა სრულად ექვემდებარება კონტროლს და რაც მთავარია, მართვადია. ყოველთვის ვამბობდით, რომ შეზღუდვების, მათ შორის ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნასთან ერთად ინფიცირებულების რაოდენობა გაიზრდებოდა, როგორც სხვაგან, მთელ მსოფლიოში. ამიტომ ვამბობდით, რომ ძირითადი ამოცანაა ვირუსთან ადაპტაცია და ვირუსთან თანაცხოვრების სწავლა. აქვე მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დღეს ამ ეტაპზე ვიმყოფებით. ასევე, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პირველ ეტაპზე მკაცრი ღონისძიებები, ლოკდაუნები, შეზღუდვები, მათ შორის საგანგებო მდგომარეობა, სწორედ იმიტომ იყო გადაწყვეტილი და მიღებული, რომ გადაგვერჩინა ათეულობით ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ნაკლები სოციალურ-ეკონომიკური ზიანი მიგვეყენებინა ეკონომიკისთვის, რადგან მსოფლიოში ვირუსთან დაკავშირებით ცოდნა არ არსებობდა და ვირუსის დროში გავრცელების დრო უნდა მოგვეგო. ჩვენ ეს დრო მოვიგეთ. დღეს არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოში ვირუსთან დაკავშირებული ცოდნა არის ბევრად უფრო დიდი, ბევრად მნიშვნელოვანი, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, მიუხედავად მსგავსი ციფრებისა, ჩვეულებრივად გავაგრძელოთ ცხოვრება.

ეს ის ცოდნა და გამოცდილებაა, რომელიც დავაგროვეთ ბოლო თვეების განმავლობაში. დღეს ჩვენი ძირითადი ამოცანაა, აღვადგინოთ ჩვენი ეკონომიკა მაქსიმალურად სწრაფად ისე, რომ არ შევუქმნათ რისკი ჩვენი მოქალეების ჯანმრთელობას“, – განაცხადა გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი : ქვეყანაში შესაძლოა, იყოს ლოკალური შეზღუდვები
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – ქართველი სტუდენტებისთვის, რომლებიც ბერლინში სწავლობენ, უახლოეს პერიოდში კიდევ ერთი სუბსიდირებული რეისი შესრულდება