გიორგი გახარია მარიხუანის მოხმარების ახალ რეგულაციებზე – „ეს არის უდიდესი ცვლილება საერთოდ საკანონმდებლო ჩარჩოში და ჩვენს მენტალიტეტში“

მარიხუანის მოხმარების ნაწილის რეგულირების ნაწილზე, გიორგი გახარიამ
განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელდა
მნიშვნელოვანი ცვლილებები და არის წინგადადგმული ნაბიჯი არასრულწლოვნების
დაცვის მხრივ.
„ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო მოხმარების ნაწილი. უბრალოდ
წარმოიდგინეთ, საქართველოში ძალაში შევა კანონი, რომელიც ნარკოტიკული
თრობის ქვეშ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის გამო დააწესებს
სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. ეს არის უდიდესი ცვლილება საერთოდ
საკანონმდებლო ჩარჩოში და ჩვენს მენტალიტეტში. ამიტომ, მოხმარების ნაწილის
რეგულირება, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, არის ერთმნიშვნელოვნად
წინგადადგმული ნაბიჯი და რაც მთავარია, ეს დაიცავს ახალგაზრდებს,
არასრულწლოვნებს და საერთოდ, იქნება უდიდესი ბერკეტი ახალი მომხმარებლების
გარშემო. ამ ახალი რეგულაციების მიხედვით, ჩვენ, როგორც ინიციატორი მხარე,
წრის გაფართოებას არ ვაპირებთ, თუმცა კანონმდებლობა პარლამენტშია და
პარლამენტარების თავისი სიტყვა შეუძლიათ, რომ თქვან.“ – განაცხადა გიორგი
გახარიამ.

banner
წინა სტატიაში“არაფერ კავშირში არ არის ეს არჩევნებთან” – ირაკლი კობახიძე ზუგდიდის ყოფილი მერის დაკავებაზე საუბრობს
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილს ჰქონდა ამომწურავი არგუმენტები, თუ რატომ არის აუცილებელი, კანაფის კულტივაციის პროექტის პარლამენტიდან გაწვევა