გიორგი გახარია – „მარიხუანის კლინიკური ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანი თუ ზის სატრანსპორტო საშუალების საჭესთან მას ემუქრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა“

„ჩვენი მიზანი მდგომარეობდა და ამ ნაბიჯის და
საკანონმდებლო ცვლილების ყველაზე მნიშვნელოვანი კონტექსტი იყო მარიხუანის
მოხმარების დარეგულირება, რეგლამენტირება – რაც ჩვენ გავაკეთეთ. ჩვენ
დავწერეთ კანონი, სადაც წერია, რომ მარიხუანის კლინიკური ზემოქმედების ქვეშ
მყოფი ადამიანი, თუ ზის სატრანსპორტო საშუალების საჭესთან და მართავს მას,
ემუქრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ახლა, წარმოიდგინეთ, ეს
რამხელა ცვლილებაა მენტალიტეტში. საზოგადოებაში აღქმული იყო საკონსტიტუციო
სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც ფაქტობრივი ლეგალიზება, და ვთქვით, რომ
თუ ადამიანი იქნება კლინიკური ზემოქმედების ქვეშ, საზოგადოებრივი თავშეყრის
ადგილში, სასამართლოს ეძლევა უფლება მას მთელი რიგი სამოქალაქო უფლებები
შეუზღუდოს, მათ შორის გარკვეულ პროფესიებზე – ექიმი, ადვოკატი, საჯარო
სამსახურში დასაქმებული და ა.შ.
რეალურად, ჩვენ, მარიხუანის მოხმარების ნაწილში, იქ სადაც სრული ქაოსი და
დაუსჯელობა გვქონდა, დღეს გავაჩინეთ საზოგადოებრივი აზრის ზემოქმედების
ძალიან დიდი ინსტრუმენტი. ჩათვალეთ, რომ ხდება გარკვეული ზეწოლა
გადაწყვეტილების მიღებაზე, როდესაც ადამიანი იღებს პირველ გადაწყვეტილებას
მოიხმაროს ეს ნივთიერება თუ არა; რაც, რა თქმა უნდა, არის ძალზედ მავნე
მისთვის. ჩვენ მთელი რიგი სტრუქტურული ცვლილებები გავატარეთ და ვთქვით, რომ
შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს ეფექტური კონტროლის საშუალება. ეს არის
ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე მთავარი.
ასევე, ვთქვით, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამას მოჰყვება შემდგომი
ნაბიჯები, სამედიცინო ინტერესებიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა
სამინისტროს აქვს და ექნება ეფექტური კონტროლის საშუალება და ასევე,
ერთხელ ვთქვი ხაზგასმით, რომ ეს რეგულირების ნაწილში გავაკეთეთ. პირიქით,
ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეხმარება, რომ მისი მკაცრი ნარკოპოლიტიკა
განახორციელოს კიდევ უფრო ეფექტურად. ეს არის და ეს. სხვა ყველა შეკითხვა
თუ არსებობდა და არსებობს, კონსულტაციები გაგრძელდება და შეკითხვებს
პასუხები გაეცემა. ფართო პლათფორმაზე, რომელზეც გადაწყვეტილებები უნდა იყოს
მიღებული, იქნება მიღებული. ჩვენ ხომ ვთანხმდებით, რომ რეგულირების ნაწილში
არანაირი კითხვები არ არსებობს და ეს უნდა გავაკეთოთ“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიჩერნოვეცკიმ საქართველოს მთავრობას მოუწოდა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიაროს
შემდეგი სტატიასატვირთო მანქანების მძღოლები ფინანსთა მინისტრს ვადას ხვალ საღამომდე აძლევენ