გიორგი გახარია მამუკა ხაზარაძეს პასუხობს – მე წერილებს არ ვწერ, სათქმელს პირდაპირ ყველას პირში ვეუბნები

ეს იყო ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა, პარლამენტი ტრიბუნიდან ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვების, – ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს, რომლებმაც დღეს „თიბისი ბანკის დამფუძნებლის“ მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე ჰკითხეს.

„მე წერილებს არ ვწერ, მე სათქმელს პირდაპირ ყველას პირში ვეუბნები“, – განაცხადა შს მინისტრმა.

ამასთან, გახარიას თქმით, ის ყოველთის მზად არის პარლამენტში მისასვლელად.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან მიიღო მუქარის წერილი, სადაც მათი რეპუტაციის დანგრევაზე იყო საუბარი. ამავე საკითხზე დეპუტატ ირმა ნადირაშვილის კითხვის პასუხად ხაზარაძემ განაცხადა, რომ წერილი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან იყო.

banner
წინა სტატიაში“გახარიას წერილს გავასაჯაროებ მაშინ, როცა იქნება საგამოძიებო ორგანო შექმნილი, რომელსაც გამოძიების საშუალება ექნება”
შემდეგი სტატიაევროპული საქართელოს ერთ-ერთი ლიდერი „თიბისი“ ბანკთან დაკავშირებით საკომიტეტო მოსმენას სოციალური ქსელით ეხმაურება