გიორგი გახარია ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბაიბა ბრაჟეს შეხვდა

„საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბაიბა ბრაჟეს შეხვდა.

როგორც პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ბაიბა ბრაჟესთან შეხვედრაზე საუბარი იყო საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისსა და უსაფრთხოების გამოწვევებზე.

„ხაზი გაესვა პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივი გათავისუფლების აუცილებლობას, ახალი არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების აუცილებლობასა და საერთაშორისო უსაფრთხოების რისკებს, როგორ იყენებს რუსეთი საქართველოს კრიზისს საკუთარი გავლენების გასაფართოებლად“,- ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

banner
წინა სტატიაშიგორის საკრებულოში მისული მოქალაქეები თავმჯდომარემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა
შემდეგი სტატიათენგო თევზაძის ინფორმაციით, სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის მიუხედავად, ანტიკორუფციულმა ბიურომ, თანამდებობის პირის დეკლარაციის შეუვსებლობის გამო დააჯარიმა