გიორგი გახარია კომპანია „ფრონტერაზე“ – ეს ის შემთხვევაა, როდესაც პასუხი კონკრეტული არაკეთილსინდისიერი კომპანიის კონკრეტული ინტერესიდან გამომდინარეობს

„ეს ის შემთხვევაა, როდესაც კონკრეტული არაკეთილსინდისიერი კომპანიის კონკრეტული ინტერესიდან გამომდინარეობს ეს პასუხი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კომპანია „ფრონტერასტან“ დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქმე გვაქვს ლობისტურ ინტერესთან.

„ეს ის შემთხვევაა, როდესაც კონკრეტული არაკეთილსინდისიერი კომპანიის კონკრეტული ინტერესიდან გამომდინარეობს ეს პასუხი. ჩვეულებრივი ლობისტური ინტერესია და იმედი მაქვს, ამას სულ მალე, როდესაც შესაბამისი პროცედურები დასრულდება, სტოკჰოლმის არბიტრაჟი დაადასტურებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი კელი დეგნანი საქართველოში ჩამოვიდა
შემდეგი სტატია28 სოციალური მუშაკი და სოციალური მომსახურების სააგენტოს სხვადასხვა დეპარტამენტის 15-მდე თანამშრომელი მიმდინარე წლის პირველი თებერვლიდან სამსახურიდან გათავისუფლდება