გიორგი გახარია – „კითხვის ნიშანი, ომი ვინ დაიწყო აბსურდულია, როგორ შეიძლება ომი დაიწყო საკუთარ მიწაზე?!“

ვიცე-პრემიერმა გიორგი გახარიამ შინდისში ვეტერანებთან და მოსახლეობასთან
შეხვედრისას აღნიშნა, რომ ოკუპაციას უნდა დაერქვას ოკუპაცია, მას ვინც
ქვეყნის ერთიანობისთვის იბრძოდა შინაგან საქმეთა სამინისტრო და მთლიანად
სახელმწიფო დაიცავს.

“საერთოდ კითხვის ნიშანი, ომი ვინ დაიწყო აბსურდულია. როგორ შეიძლება ომი
დაიწყო საკუთარ მიწაზე. გასაგებია, რომ ეს ყველაფერი არის პოლიტიკური
აურზაურისთვის. მინდა, რომ ხალხო იყოთ წყნარად, მშვიდად. იცოდეთ, რომ
თითოეული თქვენი მეზობელი. თითოეული სამხედრო, პოლიციელი რომელიც იბრძოდა,
ყველას შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, სახელმწიფო
მთლიანად დაუდგება გვერდით.
ეს ადამიანები არიან გმირები და იბრძოდნენ საკუთარი მიწა-წყლის დასაცავად.
ოკუპაციას უნდა დაერქვას ოკუპაცია და ეს ხალხი, ვინც აქ იბრძოდა, მათ უნდა
იცოდნენ, რომ სახელმწიფო მუდამ გვერდში დაუდგება. მესმის, რომ მძიმეა
მაგრამ სიწყნარეში, სიმშვიდეში ქვეყანა წინ უნდა წავიყვანოთ. მადლობა და
გული არ გაიტეხოთ, იცოდეთ რომ სახელმწიფო მუდამ თქვენს გვერდით დგას.” –
განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიხშირად ვამბობდით, რომ მთავრობის მუშაობის ხარისხი განისაზღვრება პროფესიონალიზმით და არა ერთგულების კრიტერიუმით
შემდეგი სტატიათვითონ ის ადამიანი არ ესწრებოდა თათბირს, საიდანაც გავრცელდა ინფორმაცია ყალბი პირადობების დაბეჭდვის შესახებ