გიორგი გახარია : კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ საუბრები ეპიდემიის დამარცხებაზე, სულ მცირე, უკიდურესად ნაადრევია

ჩვენ კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ რეალურად საუბრები ეპიდემიის დამარცხებაზე, სულ მცირე, უკიდურესად ნაადრევია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, საქართველოში დღეს კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც ორი შემთხვევის პირველწყარო დაუდგენელია.

„დღეს ქვეყანაში ინფიცირების რვა ახალი შემთხვევა გვაქვს. თითქოს არ არის ბევრი, მეტიც გვქონია. სამწუხაროდ, რვა შემთხვევიდან სამი არის სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, კერძოდ ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომლები. ორ შემთხვევაში წარმომავლობის თვალსაზრისით პირველწყარო ჯერ კიდევ გაურკვეველია. ფაქტობრივად, ჩვენ კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ რეალურად საუბრები ეპიდემიის დამარცხებაზე, სულ მცირე, უკიდურესად ნაადრევია. მობილიზაციის კიდევ უფრო მაღალი ხარისხი გვმართებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : საშემოსავლო ნაწილში ბიუჯეტი 1.8 მლრდ ლარით მცირდება, ასევე 600 მილიონით შემცირდება მიმდინარე და კაპიტალური ხარჯები
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : პოსტკრიზისულ გეგმაზე ვმუშაობთ კემბრიჯის, ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორებსა და დელოიტის ნიუ-იორკის ოფისის წარმომადგენლებთან