გიორგი გახარია : ყველას მიზანია ეფექტური, წარმატებული, მშვიდი და დემოკრატიული არჩევნები, ეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში დემოკრატიულად და წარმატებულად ჩატარდეს.

„ყველაფერთან ერთად, ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი მიზანი გახლავთ გაგრძელდეს საკონსტიტუციო პროცესი. ჩვენი ყველას მიზანი არის ეფექტური, წარმატებული, მშვიდი და დემოკრატიული არჩევნები. ეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა და საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანამ ჩაატაროს წარმატებული, სრულად ღია დემოკრატიული არჩევნები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

banner
წინა სტატიაშისაგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი უქმდება – პრემიერის განცხადება
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : ჩვენ მივმართეთ პარლამენტს და იმედია, გარკვეული შეზღუდვები, რომლებიც აუცილებელია ჯანდაცვის სფეროსთვის, იქნება შენარჩუნებული