გიორგი გახარია – ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ევროკავშირთან საქართველოს ფიზიკურ წვდომასთან, იქნება უაღრესად მაღალი პრიორიტეტი

ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან მიერთება პრიორიტეტული საკითხია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატ ლევან ქარუმიძის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის ფაქტობრივად ის, რასაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აკეთებს, მათ შორის რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტის სახით.

„ყველაფერი, რაც დაკავშირებული იქნება ევროკავშირთან საქართველოს სატრანსპორტო და ფიზიკურ წვდომასთან, არა მხოლოდ ხმელეთით, არამედ წყლით და კავშირგაბმულობის სხვა მიმართულებებით – მილსადენები, ასევე ელექტროგადამცემი და ინტერნეტგადამცემი ხაზები, იქნება უაღრესად მაღალი პრიორიტეტი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიხოშტარიას დაბრუნებული ხელფასი უკან გადმოურიცხეს
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე – ძირითადი ამოსავალი იქნება სწორი ბალანსი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შენარჩუნებას შორის