გიორგი გახარია – ყველა ის ზომა, რომელსაც ჩვენ ახლა ვიღებთ, ერთმნიშვნელოვნად გულისხმობს იმას, რომ კომპანიებმა შესაბამისი მხარდაჭერა უნდა გაუწიონ თავიანთ დასაქმებულებს, ჩვენს მოქალაქეებს

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ის ზომა, რომელსაც ჩვენ ახლა ვიღებთ, განსაკუთრებით, ტურიზმის სექტორში დასაქმებული კომპანიებისთვის, განსაკუთრებით საშემოსავლო და ქონების გადასახადის გადავადების ნაწილში, ერთმნიშვნელოვნად გულისხმობს იმას, რომ კომპანიებმა შესაბამისი მხარდაჭერა უნდა გაუწიონ თავიანთ დასაქმებულებს, ჩვენს მოქალაქეებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანია, მაქსიმალურად მოხდეს სამუშაო ადგილების შენარჩუნება.

„ყველაფერი ეს ერთად რომ შევაჯამოთ, არის დაახლოებით 1 მილიარდი ლარის რესურსის ეკონომიკაში ან მიმართვა ან დატოვება, რამაც კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ამ ეტაპზე მხარი უნდა დაუჭიროს ჩვენს კერძო სექტორს. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ეს არ იქნება საკმარისი და ჩვენ ვნახავთ, რომ გლობალური გამოწვევები და ეკონომიკაზე ნეგატიური ზეგავლენა იქნება მძიმე, რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, რომ ეს გადაწყვეტილებები მივიღოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – გუშინ ბანკებთან შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ჩვენი მოქალაქეები 3 თვით გათავისუფლდებიან სესხის მომსახურების ვალდებულებისგან, კომპანიებისთვის კი, სესხების რესტრუქტურიზაციას უზრუნველვყოფთ
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – დღეს ჩვენ გვაქვს რესურსი, გამოწვევას ვუპასუხოთ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და ჩვენი მოქალაქეების გარკვეული უფლებების შეზღუდვის გარეშე