გიორგი გახარია ხორავას საქმეზე

გიორგი გახარია ხორავას საქმეზე: სანამ მშობლები არ ჩათვლიან რომ მართლმსაჯულების სრულმა სისტემამ სამართალი დააყენა და ამ სამართლის მიმართ მათი ნდობა არ იქნება სრული, ეს იქნება ჩვენი ტვირთი.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტების შეკითხვებს ხორავას საქმესთან დაკავშირებითაც უპასუხა.
,,ბევრჯერ მომიწია ამის გამეორება რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია, ეს იყო ჩემთვის სერიოზული პირადი გამოწვევა, რამდენიმე დღის მისული ვიყავი შინაგან საქმეთ სამინისტროში და ამან გარკვეულწილად განსაზღვრა შემდგომ რეფორმების ის მიმართულება, რომელიც ჩვენ დავიწყეთ, ჩათვალეთ რომ ამან დამღა დაასვა ემოციურადაც თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ამ პროცესში იყო ჩართული, გარწმუნებთ, არც ერთი დღე გამოძიება ამ მიმართულებით არ შეჩერებულა, ჩვენ ძაან კარგად გვესმის რომ სანამ არ მივალთ იმ მომენტამდე, როდესაც მშობლები ჩათვლიან რომ მართლმსაჯულების სრულმა სისტემამ სამართალი დააყენა და ამ სამართლის მიმართ მათი ნდობა არ იქნება სრული, რა თქმა უნდა ეს იქნება ჩვენი ტვირთი. მერწმუნეთ რომ ძალოვან სტრუქტურებს, შინაგან საქმეთ სამინისტროს ეს გააზრებული აქვთ თავიდან ბოლომდე და ჩათვალეთ რომ ეს არის ჩვენი ღირსების ამოცანა რომელსაც ჩვენ შევასრულებთ. ‘’- განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია სტატისტიკის ზრდის ტემპის შემცირებაზე: 2018 მარტი- 58 %, 2019 მარტი- 15 %, აპრილი- 7 %
შემდეგი სტატიადედამ 24 წლის წინ დაკარგული შვილი იპოვა-ემოციური ვიდეო!