გიორგი გახარია – ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ვერც ერთი ფაქტობრივი გარემოება ვერ გამოავლინა

როდესაც პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ცალკე აღებული ადამიანის ტრაგედიის პოლიტიკურ შედეგებსა და დივიდენდებში კონვერტირება ხდება, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება პასუხისმგებლობაც, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა რიგგარეშე პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. გიორგი გახარიას თქმით, ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ვერც ერთი ფაქტობრივი გარემოება ვერ გამოავლინა.

“საგამოძიებო კომისია საპარლამენტო კონტროლის ნაწილში იყო წინგადადგმული ნაბიჯი და მე ობიექტურად მქონდა სერიოზული მოლოდინები. საგამოძიებო კომისიის ძირითადი ამოცანა იყო სამოხელეო დანაშაულის შესაძლებლობების გამოვლენა, თუმცა პოლიტიკური კონიუნქტურუდან გამომდინარე, საგამოძიებო კომისია შევიდა პროცესუალურ თემებში, რაც ფაქტობრივად, დიდი შეცდომა იყო. ჩვენ იმედით ვუყურებდით კომისიის ფუნქციონირებას და ეს იყო დღევანდელი დისკუსიის საგანი. მე მაქვს ძალიან მარტივი მიდგომა – როდესაც პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ცალკე აღებული ადამიანის ტრაგედიის პოლიტიკურ შედეგებსა და დივიდენდებში კონვერტირება ხდება, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება პასუხისმგებლობაც. ეს ყველას უნდა ესმოდეს. ფაქტობრივად, დავინახეთ, რომ ამ კომისიამ ვერც ერთი ფაქტობრივი გარემოება გამოძიების ფარგლებში ვერ გამოავლინა და მხოლოდ ისე შეადგინა მისი საბოლოო დასკვნები, რომლებიც იმავე შედეგებს მოიცავდა, რაც გამოძიებას ჰქონდა. კომისიამ, რომელმაც გასცა დევნის დაწყების რეკომენდაცია, რომელიც საერთოდ არ არის მათი ფუნქცია და ამის შემდგომ ეს ყველაფერი საკმაოდ დამძიმებული პოლიტიკური კონიუნქტურის ფონზე ხდებოდა, რა თქმა უნდა, ეს დღეს გახდა დისკუსიის საგანი”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – გუნდში არანაირი განხეთქილება არ არის
შემდეგი სტატიაცოტნე გამსახურდია – სალომე ზურაბიშვილის განცხადება მეტყველებს იმ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, რომელიც მას თურმე, გააჩნია