გიორგი გახარია ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ბაურჯან მუხამედჯანოვს შეხვდა.

გიორგი გახარიამ სტუმარს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტები, აგრეთვე, უწყების სისტემური განახლების ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი
რეფორმები გააცნო.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში არსებული ურთიერთობები განიხილეს და ხაზი გაუსვეს საერთაშორისო საპოლიციო
თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.

banner
წინა სტატიაში,,ეკლესია უნდა გაიწმინდოს რუსული გავლენისაგან…ნუ იყენებს ხელისუფლება ეკლესიას სათავისოდ”-რომან გოცირიძე
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ ფონიჭალაში ნარკორეალიზატორი დააკავა