გიორგი გახარია – ხარვეზები არსებობს და ამას კარგად ვხედავთ, ჩვენი ამოცანაა, ეს ხარვეზები არ იყოს სისტემური და სწრაფად გამოსწორდეს, რასაც შესაბამის უწყებებთან და ჩვენს მოქალაქეებთან ერთად ვაკეთებთ

ალბათ რაღაც ხარვეზი დავუშვით და ვხედავთ, რომ რაღაც სივრცე დავტოვეთ პოლიტიკური სპეკულირებისთვის და მცდელობებისთვის, რომ პანიკა დაითესოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ხარვეზები ყველგან არსებობს და მთავრობა ამ ხარვეზებს კარგად ხედავს. გიორგი გახარიას თქმით, მთავარია, რომ ეს ხარვეზები არ იყოს სისტემური და სწრაფად გამოსწორდეს.

„ჩვენ როდესაც პირველ ტალღას ღირსეულად გავუმკლავდით, ამ გამკლავების ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო ღია და ტრანსფარენტული ურთიერთობა ჩვენს საზოგადოებასთან. თითოეულ ნაბიჯს ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს ვუხსნიდით. შემდგომ ჩვენ ასე ვაგრძელებდით და ალბათ რაღაც ხარვეზი დავუშვით და ვხედავთ, რომ რაღაც სივრცე დავტოვეთ პოლიტიკური სპეკულირებისთვის და მცდელობებისთვის, რომ პანიკა დაითესოს. ხარვეზები ყველგან არსებობს და ჩვენ ამ ხარვეზებს ჩვენც კარგად ვხედავთ. ჩვენი ძირითადი ამოცანაა, რომ ეს ხარვეზები არ იყოს სისტემური და სწრაფად გამოსწორდეს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ შესაბამის უწყებებთან და ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, ამიტომ, გპირდებით, რომ ჩვენი ურთიერთობა იქნება რეგულარული. ყველა სამინისტროს აქვს მიღებული შესაბამისი დავალება, რომ მოქალაქეებთან აბსოლუტურად ღიად იყოს განხილული ის საკითხები, რომელიც ხარვეზებს ეხება, თუნდაც მტკივნეული“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის და ექსპერტის მხრიდან, ვრცელდება ცრუ ინფორმაციები, რომელთა აშკარა მიზანი არის პანიკის დათესვა მოსახლეობაში, რაც აბსოლუტურად მიუღებელია
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – არჩევნები საქართველოში ჩატარდება კონსტიტუციურ ვადებში, არჩევნები არ გადაიდება