გიორგი გახარია : ჯანდაცვის სისტემა, როგორც აღჭურვილობის თვალსაზრისით, ასევე ადამიანური რესურსების თვალსაზრისით ამოუწურავი არ არის

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქვეყნის ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყანა ადაპტაციისა და წერტილოვანი შეზღუდვების სტრატეგიას მიყვება. პრემიერმა ჯანდაცვის სისტემაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ სისტემა, როგორც აღჭურვილობის თვალსაზრისით, ასევე ადამიანური რესურსების თვალსაზრისით, ამოუწურავი არ არის.

“მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური ვითარება მძიმდება, მეორე ტალღის მოლოდინის სიმძაფრე სწორად არ იყო შეფასებული. ჩვენ მივყვებით ადაპტაციისა და წერტილოვანი შეზღუდვების სტრატეგიას და ამას კვლავ გავაგრძელებთ. ამასთან, მნიშვნელოვანია ყველას გვესმოდეს, რომ ჯანდაცვის სისტემა, როგორც აღჭურვილობის თვალსაზრისით, ასევე ადამიანური რესურსების თვალსაზრისით ამოუწურავი არ არის. ამიტომ, სისტემის მომსახურეობა და სერვისები, პირველ რიგში, იმ ადამიანებს უნდა მოხმარდეს, რომლებსაც ეს ყველაზე უფრო მეტად სჭირდებათ.

კლინიკური მართვის ახალი პრინციპები ის ერთადერთი გამოსავალია, რომლითაც ჩვენ დავეხმარებით ყველა ერთად ჯანდაცვის სისტემას. ჩვენ გვეჭირა ეს ბალანსი, ჯანმრთელობას, ადამიანის სიცოცხლესა და ეკონომიკის გადარჩენასთან მიმართებაში და ამ გზას გავაგრძელებთ. ამ დღეებში გვქონდა მოლაპარაკებები სავალუტო ფონდთან, რომელმაც მაღალი შეფასება მისცა იმ გეგმას, რომელსაც ჩვენ ვგეგმავთ 2021 წლიდან იმისათვის, რომ ეკონომიკის გაძლიერება სწრაფად დაიწყოს. ასევე, შეფასებებით ნათელია, რომ საქართველოს 2021 წლიდან იმ სტრუქტურული რეფორმებით, რომელსაც ვახორციელებთ, ექნება ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდა, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველოს ეკონომიკამ 2 ნიშნიან ეკონომიკურ ზრდას მიაღწიოს.

ამასთან, საქართველოს მთავრობამ კრიზისის დაწყების დღეებიდან განაცხადა პრინციპი რესურსების რაციონალური გადანაწილების შესახებ. ჩვენ დავიწყეთ უკვე მუშაობის ახალი ტალღა, მე-4 ფაზა, რომელიც პირდაპირ იქნება გამიზნული, როგორც ჩვენი მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის ნაწილში, ასევე ბიზნესის ნაწილში,”- განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : თითოეულ მოქალაქეს უნდა ესმოდეს, რომ ჯანდაცვის სისტემა, როგორც აღჭურვილობის, ასევე ადამიანური რესურსების თვალსაზრისით ამოუწურავი არ არის
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც მოქალაქეებისა და ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით მუშაობს