გიორგი გახარია : ჯანდაცვის სამინისტროს შეგვიძლია, ზრუნვის სამინისტრო დავარქვათ, ეს კარგად გამოჩნდა ბოლო ოთხ თვეში, როცა მსოფლიო გამოწვევის წინაშე დადგა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს შესაძლებელია, ზრუნვის სამინისტრო ეწოდოს იქედან გამომდინარე, რაც გამოჩნდა ბოლო ოთხი თვის განმავლობაში, როცა გლობალურად მსოფლიო გამოწვევის წინაშე დადგა.

ჯანდაცვის მინისტრის ერთი წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენაზე, გიორგი გახარიამ მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის მინისტრს და თითოეულ თანამშრომელს ბოლო ოთხ თვეში 24 საათიანი მუშაობისთვის.

„აქ ყოფნას დღეს აქვს ძალზე დიდი მნიშვნელობა. პირველი – ჯანმრთელობის დაცვა, სოციალური უსაფრთხოება, შრომა, დევნილები, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, გადაუდებელი მედიცინა და საერთოდ, ამ სამინისტროს შეგვიძლია, ზრუნვის სამინისტრო დავარქვათ და ეს კარგად გამოჩნდა ბოლო ოთხი თვის განმავლობაში, როდესაც გლობალურად მსოფლიო დადგა გამოწვევის წინაშე.

სინამდვილეში, ჯანდაცვის თითოეულ თანამშრომელს, პირველ რიგში მინისტრს, მინდა, მადლობა გადავუხადო იმ შრომისთვის, 24 საათის განმავლობაში, რომელიც მათ გაწიეს ბოლო ოთხი თვის განმავლოაბში. ასევე მინდა, დარწმუნებით გითხრათ, რომ იგივე რეჟიმში გააგრძელებენ წარმატებულად ბრძოლას, როცა შემდეგ ეს დაგვჭირდება“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ ლილუაშვილი თბილისში, მოსკოვის გამზირზე გუშინდელი ოპერაციის შესახებ კონკრეტულ კომენტარს არ აკეთებს
შემდეგი სტატიაან უნდა გაითვალისწინო ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარის მოწოდება, ან ღიად უნდა განაცხადო, რომ რუსულ ორბიტას დაადექი – თინა ბოკუჩავა დონალდ ტუსკის განცხადებაზე