გიორგი გახარია ირაკლი კობახიძეს პასუხობს-ომით კი არა შრომით უნდა გავაკეთოთ ის, რასაც ვანგრევდით ჩხუბით, გინებით და ერთმანეთთან დაპირისპირებით

„ომით კი არა შრომით უნდა გავაკეთოთ ის, რასაც ვანგრევდით ჩხუბით, გინებით და ერთმანეთთან დაპირისპირებით“. – განაცხადა გიორგი გახარიამ ხობში მოსახლეობასთან შეხვედრაზე.

„ჩვენ ეხლა დღეს რასაც ვაკეთებთ ეს არის ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანი, ხობში ვხსნით ჩვენს პირველ ოფისს, მაგრამ ეხლა ამას ოფისსაც ვერ დავარქმევთ – ჩათვალეთ რომ ეს ჩვენი სახლი იქნება. სახლი იქნება იმისთვის, რომ თითოეულ თქვენგანს შეეძლოს აქ ყოველდღიურად თავისი პრობლემები, წინადადებები, ყველაფერი მოიტანოს აქ. ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა იქნება, რომლებიც ყველას და ყველაფერში მოგვეხმარება. ერთი რამ მინდა გვესმოდეს ყველას ჩვენ ეს ნაბიჯი არ გადაგვიდგამს იმისთვის და პარტიას არ ვაკეთებთ იმისთვის, რომ ვინმეს ვებრძოლოთ, არავის წინააღმდეგ ამას არ ვაკეთებთ, ჩვენ ამას ვაკეთებთ მხოლოდ და მხოლოდ ამ ქვეყნის და ამ კუთხის წინ წასაწევად. ერთი რამ უნდა გვესმოდეს ყველას, ჩვენ თუ ძლიერი სახელმწიფო არ ავაშენეთ არაფერი არ გამოგვივა, ვერც ეკონომიკას ვერ განვავითარებთ, ვერც ჩვენს ტრადიციებს ვერ დავიცავთ და ვერაფერს ვერ გავაკეთებთ – ეხლა სამწუხაროდ, რაც ხდება ერთმანეთის ლანძღვა-გინება, ეს ქაოსი, ეს ცირკი ჩვეულებრივი, სახელმწიფო სახელწიფოს არ ჰგავს – ეს ყველას გვაზიანებს და აზიანებს რაც მთავარია ჩვენს ქვეყანას, ამიტომ წყნარად, მშვიდად, ყველანაირი ჩხუბის, დავი-დარაბის გარეშე, როგორც ჩვენ შეგვეფერება, როგორც ქართველებს შეგვეფერება, როგორც ამ კუთხის შვილებს შეგვეფერება – დასახულ მიზნამდე უნდა მივიდეთ ისე, რომ ჩვენი ეროვნულობა გვახსოვდეს ყოველთვის, გვახსოვდეს საიდან მოვდივართ, გვახსოვდეს საქართველომ დამოუკიდებლობა როდის მოიპოვა, რანაირად დაიბრუნა, ვინ იყო მაშინ ამ საქმის სათავეში, როგორ დაიწყო მაშინ ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა და რა მოხდა. ერთხელ შეცდომა დავუშვით არჩეული პრეზიდენტი ჩამოვაგდეთ და მერე 30 წელი გავიდა და ვერ შევძელით ნორმალური ქვეყნის აშენება. ეხლა უნდა მივხვდეთ და ომით კი არა შრომით უნდა გავაკეთოთ, ის რასაც ვანგრევდით ჩხუბით, გინებით და ერთმანეთთან დაპირისპირებით. ეს არის ჩვენი მიზანი და ყველას უნდა გვესმოდეს რომ, ძლიერი სახელმწიფო თუ არ იქნა – ვერც ჩვენ კულტურას, ვერც ჩვენ რელიგიას, ვერც ჩვენ ბავშვებს, ვერც ჩვენ ახალგაზრდობას ვერავინ ვერ დაიცავს. ამისთვის გადავდგით ჩვენ ეს ნაბიჯი , ამიტომ ვაკეთებთ იმას რასაც ვაკეთებთ, ამიტომ მივიღებთ მონაწილეობას ამ არჩევნებში და ამიტომ მივიღებთ მონაწილეობას ყველა შემდგომ არჩევნებში.

პარტიის ლიდერმა მოსახლეობასთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ წყნარად, მშვიდად, ღირსებით, კეთილსინდისიერებით და პროფესიონალიზმით უნდა გაძლიერდეს ხობის მუნიციპალიტეტი , სამეგრელო და მთლიანად ქვეყანა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები და დები, ჩვენი თანამოქალაქეები, რომ ერთადერთი ალტერნატივა მათთვის, მათი განვითარების, მათი შვილებისთვის, არის სწორედ ქართველებთან ერთად თანაცხოვრება, ჩვენს ერთიან, ძლიერ საქართველოში
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ერთ-ერთი კონკრეტული ამოცანაა, რომ 2030 წელს საქართველოს ყველა მოქალაქე ისაუბრებს გამართულად ქართულ ენაზე