გიორგი გახარია ირაკლი კობახიძეს პასუხობს: „მეც ოცნების ნაწილი ვიყავი და ერთი სიტყვა არ გადამიბრუნდება წარსულზე რაღაც აუგი ვთქვა, ჩემთვის ეს მიუღებელია!

„მეც ოცნების ნაწილი ვიყავი და ერთი სიტყვა არ გადამიბრუნდება ჩემს წარსულზე, რაღაც აუგი ვთქვა, რადგან კარგი თუ იყო და ცუდი რაც იყო – ჩემი ნაწილია ხომ? მომავალში შეიძლება ბევრი დისკუსია გვქონდეს და მომავალში ბევრ რამეში არ დავეთანხმოთ ერთმანეთს, მაგრამ ასე წარსულზე…ჩემთვის ეს მიუღებელია! ვთვლი, რომ რაც არ უნდა მოხდეს და როგორც არ უნდა გვლანძღონ, ჩვენ მაინც ღირსეულად უნდა მოვიქცეთ და ღირსება უნდა იყოს ჩვენი მთავარი ფასეულობა და კრიტერიუმი,“ -ამბობს გახარია.

გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და ცვლილებების მიღწევა და მდგომარეობის გაუმჯობესება სწრაფად შეიძლება ერთიანობის და კეთილსინდისიერად მუშაობის შემთხვევაში.
„ჩვენ ამ ქვეყანას ვემსახურებით – ამიტომ ვამბობ, რომ არავის წინააღმდეგ არა ვართ, არავის არ ვეომებით. ჩვენ გვაინტერესებს ქვეყანა როგორ გამოვიყვანოთ იმ მდგომარეობიდან, რომელშიც ახლაა. ამიტომ წყნარად, მშვიდად, ყველანაირი ჩხუბის გარეშე ეს ქაოსი უნდა დავასრულოთ, ამ ქაოსიდან უნდა გამოვიდეთ, რომ ახალგაზრდებს გზა გავუხსნათ და ამ ქვეყნიდან გაქცევა კი არა, დარჩენა უნდოდეთ. საქართველო პატარა ქვეყანაა და ბევრი რაღაცის გაკეთება შეიძლება ძალიან სწრაფად.უბრალოდ გვჭირდება ერთიანობა, კეთილსინდისიერება, არანაირი კორუფცია, არანაირი ნეპოტიზმი და საქმეს უნდა მივხედოთ და გამოვა ყველაფერი, “- ამბობს გახარია.

პარტია ,,საქართველოსთვის“ ლიდერმა მხარდამჭერებთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა რომ ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ქართული ოცნება ნაციონალურ მოძრაობას ემსგავსება და მის მიერ პარტიის დატოვების მიზეზი ეს გახდა.
,,ბევრი კარგი საქმე გაკეთდა ბოლოს წლების განმავლობაში, ოცნებაში ბევრი კარგი და ღირსეული ადამიანი დავტოვეთ… მაგრამ ეს მოგწონს ეს თუ არ მოგწონს, და სამწუხაროდ მეც იმიტომ წამოვედი იქედან, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით წელიწადი – წელიწადნახევარი, ოცნება და ნაცები ძალიან ემსგავსებიან ერთმანეთს და ახლაც როგორც იქცევიან ესეც ძალიან ემსგავსება ერთმანეთს. ამიტომ ჯერ ერთი უნდა დავამარცხოთ და მერე მეორეს მივხედოთ.“ – განაცხადა გახარიამ.
პარტია ,,საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს შეკრებილი მხარდამჭერებიც დაეთანხმნენ და აღნიშნეს, რომ ოცნების მიერ წარდგენილი მაჟორიტარების სიის გამო მათაც 2011 წელი ახსენდებათ.„მაჟორიტარების სიაც რო ამოიღოთ, 2011 წელს გეგონება თავი, სულ ისინი არიან ვინც მაშინ ნაცები იყო“ – განაცხადა ერთ-ერთმა მხარდამჭერმა.

 

წინა სტატიაშიწალენჯიხის მუნიციპალიტეტში მანქანა ქვეითად მოსიარულე მამაკაცს დაეჯახა
შემდეგი სტატიაეშმაკის ბორბლის ქვეშ იპოვეს დამალული, ტოტები და ფოთლები ეფარა