გიორგი გახარია ჰააგაში ევროპოლის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდება

საქართველოს ვიცე-პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 9 მარტს სამინისტროს მაღალი რანგის დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით, ქალაქ ჰააგაში განთავსებულ ევროპოლის შტაბ-ბინას ეწვია, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დღესვე, ვიზიტის ფარგლებში, გიორგი გახარია ევროპოლის აღმასრულებელ დირექტორს, რობ უეინრაითს შეხვდება.

„საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და ევროპოლის აღმასრულებელი დირექტორი ხელს მოაწერენ „საქართველოსა და ევროპის კავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს შორის უსაფრთხო კომუნიკაციის არხის თაობაზე“ ურთიერთგაგების მემორანდუმს და „საქართველოსა და ევროპის კავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს შორის მეკავშირეობის შესახებ“ შეთანხმებას“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიპრემიერის მიმართვა რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლება და პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან
შემდეგი სტატიათენგიზ ფხალაძე : იუნკერთან მიღწეული შეთანხმება პირველ რიგში, ევროკავშირთან არსებული ფორმატების გაძლიერებას გულისხმობს