გიორგი გახარია გურჯაანში, „ჯეო ჰოსპიტალში“ დღეს დაშავებული პოლიციელების მოსანახულებლად მივიდა

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია გურჯაანში, „ჯეო ჰოსპიტალში“ აქციაზე დაშავებული პოლიციელების მოსანახულებლად მივიდა.

„ჯეო ჰოსპიტალში“ ექვსი პოლიციელია მოთავსებული, რომელთაც სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ.

ამასთან,​ ველისციხესთან დაშავებული პოლიციელი თელავის რეფერალურ საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

გურჯაანში ვითარება დილიდან რამდენჯერმე დაიძაბა. „ნაციონალური მოძრაობის“ აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მიერ გადაკეტილი გზის გახსნას და თელავისკენ გადაადგილებას ცდილობდნენ.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპმა შსს მინისტრის წასვლა დააანონსა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია დაპირისპირებაზე – მიმდინარეობს თითოეული ქმედების სამართლებრივი შესწავლა, დილიდან დაიწყება მოქმედებები